ესპანური გამოცემა - კვარაცხელია „სევილიას“ სატრანსფერო სიაშია #1TVSPORT
ესპანურმა გამოცემა „სპორტსმა“ საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრას სტატია მიუძღვნა, სადაც წერია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „სევილია“ აკვირდება.
„ვილი სანიოლის გუნდი საბერძნეთს დღეს სალონიკში შეხვდება. ელინებს სჭირდებათ გამარჯვება, რათა ესპანეთსა და შვედეთს არ ჩამორჩნენ. ქართველი ფეხბურთელების ახალმა თაობამ ტემპი აკრიფა. XXI საუკუნის დასაწყისის საქართველოდან კალაძე ან არველაძე გაგახსენდებათ. ვილი სანიოლის გუნდმა გასულ კვირას ესპანეთი რთულ მდგომარეობაში ჩააგდო და აჩვენა, რომ ჯგუფში მარტივი ბრძოლა არ იქნება. საბერძნეთმა ეს კარგად იცის, იგი იძულებულია მოიგოს სალონიკში, თუ არ უნდა, რომ ესპანეთსა და შვედეთს ჩამორჩეს, რომლებიც აშკარა ფავორიტები არიან“, – წერს გამოცემა.
გამოცემა საქართველოს ნაკრების ლიდერის მომავალზე წერს: „მიზნის მისაღწევად საბერძნეთის გუნდს მოუწევს კვარაცხელიასთან თამაში, რომელიც ესპანეთთან შეხვედრის ერთ-ერთი სენსაცია იყო. ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი „ფურია როხას“ შემდეგ საბერძნეთს უმიზნებს. რა თქმა უნდა, „სევილიას“ სპორტულ დირექტორს, მონჩის მხედველობიდან არ გამორჩენია ის, რასაც ეს ბიჭი აკეთებს. კვარაცხელია არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც მონჩიმ ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ სასურველ მოთამაშეთა სიაში დაწერა. თუმცა, ქართველი ფეხბურთელის აგენტმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ კვარაცხელიას მომავალს ხედავს „ბაიერნში“ ან მადრიდის „რეალში“, რომლის გულშემატკივარიც არის. კვარაცხელიას მამაკი ხვიჩას მომავალს საპირისპირო მხარეს ხედავს და ურჩევნია, „ბარსელონაში“ ითამაშოს“.