ესპანეთსა და თურქეთთან გასვლით მატჩებზე ბილეთების გაყიდვა მალე დაიწყება #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო ორ მატჩს საქართველოს ნაკრები ოქტომბერში გამართავს. 11 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ესპანეთს ელჩეში ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს იზმითში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
გასვლით მატჩებზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 16 და 17 სექტემბერს BILETEBI.GE-ზე დაიწყება. ესპანეთი-საქართველოს ბილეთების გაყიდვა 16 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 115 ლარია და სტუმარი გუნდის სექტორშია განლაგებული (Away Sector – Visitante).
სფფ-ის ცნობით, ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელზე სავალდებულოა შემდეგი ინფორმაციის მითითება: პასპორტის ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, სახელი და გვარი ლათინურად. აუცილებელია, რომ ბილეთის შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად შეესაბამებოდეს ბილეთის მფლობელის მონაცემებს. ერთ მომხმარებელს, მაქსიმუმ, ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
შეძენილი ბილეთების მისაღებად საჭიროა ტელეფონში გქონდეთ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ბილეთების აპლიკაცია RFEF Tickets (IOS/Android). აპლიკაციაში უნდა დარეგისტრირდეთ ელფოსტით, რომელსაც biletebi.ge-ზე ბილეთების შეძენის დროს მიუთითებთ. შეძენილ ბილეთს მომხმარებელი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ბილეთების აპლიკაციაში მატჩამდე ერთი კვირის განმავლობაში მიიღებს. სტადიონზე შესვლისას აუცილებელია, წარადგინოთ აპლიკაციაში მიღებული ელექტრონული ბილეთი და პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
რაც შეეხება თურქეთი-საქართველოს ბილეთებს, მისი გაყიდვა დაიწყება 17 სექტემბერს, 12:00 საათზე. ფასი 85 ლარია და განლაგებულია სტადიონის 316A, 316B და 317 სექტორებში. ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელზე სავალდებულოა შემდეგი ინფორმაციის მითითება: პასპორტის ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, სახელი და გვარი ლათინურად. აუცილებელია, რომ ბილეთის შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად შეესაბამებოდეს ბილეთის მფლობელის მონაცემებს
ერთ მომხმარებელს, მაქსიმუმ, ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. შეძენილ ბილეთებს მიიღებთ biletebi.ge-ზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მატჩამდე ორი დღით ადრე. სტადიონზე შესვლისას აუცილებელია, წარადგინოთ ელექტრონული ფოსტით მიღებული ბილეთი და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.