კატალონიის რეგიონში სტიქიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ესპანეთში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთს კი ეძებენ.
ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ კატალონიის ლიდერ, სალვადორ ილაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, გაუარესებული ამინდის გამო ბარსელონის აეროპორტში ფრენების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი შეყოვნდა.
როგორც ცნობილია, კატალონიის ქალაქ ტორდერაში ერთ-ერთი მამაკაცი კედლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა. მომხდარზე სოციალურ ქსელში სალვადორ ილვამ დაწერა.
ოფიციალურმა პირებმა კატალონიაში განგაშის წითელი დონე გამოაცხადეს და მოსახლეობას დროებით შინ დარჩენისკენ მოუწოდეს. მიზეზი ჩრდილო-აღმოსავლეთში მოსალოდნელი ქარიშხალი და ძლიერი წვიმებია.