ესპანეთში სოციალისტური პარტიის ცენტრალურ შენობასთან საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
ესპანეთში სოციალისტური პარტიის ცენტრალურ შენობასთან საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები და ფოიერვერკები ესროლეს. სამართალდამცავებმა კი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ესპანეთში საპროტესტო აქციები, უკვე მესამე დღეა, იმართება მას შემდეგ, რაც ესპანეთის სოციალისტმა პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, პედრო სანჩესმა მოიპოვა მხარდაჭერა ახალი ვადის უზრუნველსაყოფად.
ნაციონალური ბასკური პარტიის (PNV) და კანარელთა კოალიციის დადასტურებული მხარდაჭერა, კატალონიის სეპარატისტულ პარტიასთან ერთად, მისცემს სანჩესს აბსოლუტურ უმრავლესობას 350-წევრიან ქვედა პალატაში კენჭისყრის დროს, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება. გარიგება მოიცავს სადავო კანონის მიღებას, რომელიც ამნისტიას ანიჭებს მათ, ვინც 2017 წელს კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის მცდელობის გამო არიან მსჯავრდებულნი.
სანჩესის პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ მთავრობის ხელმძღვანელმა კანონის უზენაესობა საკუთარ პოლიტიკურ სარგებელს დაუქვემდებარა.