ესპანეთში შესაძლოა, ექვს პირზე მეტის თავშეყრა აიკრძალოს
ესპანეთში შესაძლოა, ექვს პირზე მეტის თავშეყრა აიკრძალოს

ესპანეთის მთავრობა „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე მოსახლეობას „განსხვავებულ“ შობა-ახალ წელს სთავაზობს.

ესპანეთში შესაძლოა, ექვსზე მეტი ადამიანის თავშეყრა აიკრძალოს, თუმცა ამ შეზღუდვების ფონზე, ქვეყნის მთავრობაში იმედს გამოთქვამენ, რომ დღესასწაული მის მნიშვნელობას არ დაკარგავს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ესპანეთში ოქტომბრის თვეში 6-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ქვეყნის რეგიონებს საშუალებას აძლევს, ადგილობრივ დონეზე კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვები დააწესონ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 1 582 616 შემთხვევაა დაფიქსირებული. ესპანეთი ვირუსის გავრცელების კუთხით საფრანგეთის შემდეგ ევროპის კონტინენტზე მეორეა.