ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება
ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება

ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. კენჭისყრის შედეგად, ესპანეთის მოქალაქეები პარლამენტის ქვედა პალატის – კონგრესის 350 წევრს და 208 სენატორს აირჩევენ.
ხმის მიცემის უფლება 36 მილიონ მოქალაქეს აქვს. მათგან 2 მილიონი საზღვარგარეთ ცხოვრობს. არჩევნების დროს უსაფრთხოებას 92 ათასი პოლიციელი დაიცავს.

არჩევნები ესპანეთში 2020 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა. აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მესამე საპარალმენტო არჩევნებია, რომელსაც ესპანეთი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ატარებს.

სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ლიდერობს სოციალისტური პარტია. ამომრჩევლების მხარდაჭერას მოპოვებს ასევე მემარცხენე პარტია „პოდემოსი“ და მემარჯვენე „მოქალქეები“. ბოლო კვლევები ასევე მიუთითებს ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსის“ პოპულარობაზე. რაც შეეხება ესპანეთის ყოფილ მმართველ სახალხო პარტიას, მარიანო რახოის თანაგუნდელების რეიტინგი, კორუფციული სკანადელები გამო, მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

ამასთან, სოციოლოგები ამბობენ, რომ ამომჩეველთა დიდ ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს. წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ თემად კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი რჩება. არჩევნების პირველი წინასწარი შედეგები დღეს ღამით გახდება ცნობილი.