ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები 10 ნოემბერს გაიმართება
ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები 10 ნოემბერს გაიმართება

ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები 10 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პედრო სანჩესმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღნიშნულ პოსტზე დამტკიცებისთვის საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

„შეუძლებელია ძალაში შევიყვანოთ მანდატი, რომელიც 28 აპრილს ესპანელმა ხალხმა მოგვანიჭა. მათ ეს შეუძლებელი გახადეს. კონგრესში უმრავლესობა, როგორც მთავრობის დამტკიცების გარანტია, არ არსებობს, ეს კი გვაიძულებს საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთხელ, 10 ნოემბერს გავმართოთ“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

ესპანეთი პოლიტიკურ კრიზისში 28 აპრილს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაეხვა. როდესაც პედრო სანჩესის სოციალისტურმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერ მოახერხა. შედეგად კი ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგობის გამო მთავრობის დამტკიცება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

დატოვე კომენტარი