ესპანეთში სამეფო გვირგვინის შეურაცხყოფაში ბრალდებული მუსიკოსის მხარდამჭერი აქციები იმართება
ესპანეთში სამეფო გვირგვინის შეურაცხყოფაში ბრალდებული მუსიკოსის მხარდამჭერი აქციები იმართება

ესპანეთის პოლიციამ მადრიდსა და ბარსელონაში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ადგილობრივი მუსიკოსის, პაბლო ჰასელის მხარდასაჭერად ქალაქებში ათასობით მხარდამჭერი გამოვიდა, რომელიც პოლიციამ გუშინ, ქალაქ ლერიდაში დააკავა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ესპანეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე პროტესტი თავდაპირველად ძირითადად მშვიდობიანად წარიმართა, სადაც შეკრებილები პაბლო ჰასელის გათავისუფლებას ითხოვდნენ. თუმცა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შრის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე დემონსტრანტმა სამართალდამცველების მისამართით ბოთლები და ქვები ისროლა.

ანალოგიური ვითარება იყო ბარსელონაში, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაპირისპირების დროს „როიტერის“ ჟურნალისტიც დაშავდა.

როგორც „როიტერი“ წერს, როდესაც კატალონიელებმა ჯავშანმანქანების მიმართულებით ჭურვების სროლა დაიწყეს, საპასუხოდ ადგილობრივმა პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა. ბარსელონას ცენტრალური ქუჩების დიდი ნაწილი სანაგვე ურნებში გაჩენილი ცეცხლის გამო კვამლში გაეხვა.

დაკავებულ რეპერს სამეფო გვირგვინის შეურაცხყოფისა და ტერორიზმის ქებისთვის ცხრათვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მომღერალი 2018 წელს სიმღერის ტექსტებში და სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აკრძალული დაჯგუფებების ქებისა და სამეფო გვირგვინის შეურაცხყოფისთვის დამნაშავედ ცნეს.

დატოვე კომენტარი