ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 15 მაისამდე გახანგრძლივდა

18:41, 09.04.2020

ესპანეთი საგანგებო მდგომარეობას 15 მაისამდე გაახანგრძლივებს.

ქვეყნის პრემიერმა, პედრო სანჩესმა ნახევრად ცარიელ პარლამენტის დარბაზში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ბოლო მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შემცირება იწყება, თუმცა ეპიდემია ჯერ არ დასრულებულა.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში „კოვიდ-19“-ით 152 000 ადამიანია დაინფიცირებული. გარდაცვლილთა რიცხვმა კი 15 ათასს გადააჭარბა.

მსგავსი