ესპანეთში ქართველი და სომეხი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს
ესპანეთში ქართველი და სომეხი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ ქართველი და სომეხი „კანონიერი ქურდები“ დააკავა. როგორც ადგილობრივი მეიდა იუწყება, სამართალდამცველებმა ბრალდებულები მალაგასთან ახლოს მდებარე მარბელას რაიონში აიყვანეს. მათ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში ადანაშაულებენ.

როგორც ჟურნალისტები ამტკიცებენ, ერთ-ერთი დაპატიმრებული ქართველი, გავლენით რიგით მესამე „კანონიერ ქურდად“ ითვლება რუსეთში. კიდევ ერთი დაკავებული კი, ლიეტუვაში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეა.

გამოძიების მიხედვით, აყვანილი პირები დაპირისპირებული დაჯგუფების წევრების მკვლელობას გეგმავდნენ.

ამჟამად სამივე ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით ფალისფიცირებული დოკუმენტები. მათ შორის არის პოლონური და უკრანული ყალბი პასპორტები.

როგორც ესპანეთის პოლიციაში აცხადებენ, აღნიშნული პირების დაკავება იმ სპეცოპერაციის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც ივნისის ბოლოს 129 ადამიანი დააპატიმრეს. მათ შორის იყვენ საქართველოს და სომხეთის მოქალაქეებიც.