ესპანეთში პაციენტს, რომელიც 46 დღეა, კორონავირუსით არის ინფიცირებული, სოციალური ქსელით ამხნევებენ
ესპანეთში პაციენტს, რომელიც 46 დღეა, კორონავირუსით არის ინფიცირებული, სოციალური ქსელით ამხნევებენ

ესპანეთში 79 წლის პაციენტი 46 დღეა, კორონავირუსით არის ინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. 79 წლის პედროს კორონავირუსზე ტესტი ექვსჯერ გაუკეთეს და ექვსჯერვე პასუხი დადებითი იყო.

იზოლაციაში მყოფი პაციენტის მხარდასაჭერად ექიმმა სოციალურ ქსელებში 79 წლის პედროს ისტორია გამოაქვეყნა და მომხმარებლებს მოუწოდა, ინფიცირებული გაემხნევებინათ.

როგორც იუწყებიან, პედრომ 15 000 გზავნილი მიიღო, რომელშიც სოციალური ქსელების მომხმარებლები მის გამხნევებას სხვადასხვა ფორმით შეეცადნენ.

79 წლის პედრომ კორონავირუსის გამო ერთი თვე გაატარა საავადმყოფოში. მისი ჯანმრთელობის მდგომაროება გაუმჯობესდა, თუმცა იმის გამო, რომ ტესტირების შედეგი კვლავ დადებითია, მას კვლავ არ შეუძლია, ოჯახის წევრების ნახვა და საკუთარ ბინაში იზოლაციაში იმყოფება.