ესპანეთში მოგზაურობის მსურველთათვის დღიურად გათვალისწინებული სახარჯო თანხა 50 ევროს ნაცვლად 90 ევრო იქნება
ესპანეთში მოგზაურობის მსურველთათვის დღიურად გათვალისწინებული სახარჯო თანხა 50 ევროს ნაცვლად 90 ევრო იქნება

ესპანეთში მოგზაურობის მსურველთათვის დღიურად გათვალისწინებული სახარჯო თანხა 50 ევროს ნაცვლად 90 ევრო იქნება.

აღნიშნული ცვლილება საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხებათ. ამის შესახებ ინფორმაცია „პირველ არხს“ თურქეთში ესპანეთის სამეფოს საელჩოში დაუდასტურეს.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არ არის ესპანეთის საელჩო, 2014 წლიდან საქართველოს გადაფარვა სწორე თურქეთში არსებული ესპანეთის საელჩოს მიერ ხორციელდება.

როგორც საელჩოში აცხადებენ, უცხოელთათვის ესპანეთში ჩასვლის პირობები ჯერ კიდევ განხილვის საგანია, თუმცა ამ ეტაპზე ეს რაოდენობა დღიურად 90 ევროს, საერთო ჯამში კი მინიმუმ 810 ევროს ითვალისწინებს.

„ესპანეთის მთვარობის რეგულაციის თანახმად, უცხოელთათვის ესპანეთში ჩასვლის პირობები ჯერ კიდევ განხილვის საგანია, რაც ასევე მოიცავს (ან ეხება )დღიური სახარჯავი თანხის რაოდენობის განსაზღვრას. ამჟამად, ეს რაოდენობა ითვალისწინებს დღიურად 90 ევროს საერთო ჯამში კი, მინიმუმი 810 ევროს.

ამიტომ, ესპანეთში წამსვლელ ქართველ ტურისტებს საზღვარზე შესაძლოა, მოსთხოვონ აღნიშნული პირობების დაკმაყოფილება“,- ნათქვამია თურქეთში ესპანეთის სამეფოს საელჩოს მიერ პირველი არხისთვის გამოგზავნილ წერილში.