ესპანეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულებს ეძებენ

09:11, 07.02.2020

ესპანეთში, ბასკეთის რაიონში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ საავტომობილო გზატკეცილი ჩახერგა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერმა ტალახის მასაში ორი მუშა მოიყოლა. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ეკიპაჟები.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული არიან საგანგებოდ გაწვრთნილი ძაღლები. მობილიზებულია სპეცტექნიკა.

მსგავსი