ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის წევრებმა მატჩების ჩაწყობის საქმის გამოძიების ფარგლებში 83 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 28 პროფესიონალი ჩოგბურთელი. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ევროპოლზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაულებრივი სქემა სომხური კრიმინალური დაჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული.
სპეცოპერაციის დროს ესპანეთში სამართალდამცველებმა ჩხრეკა 11 სახლში ჩაატარეს, რა დროსაც აღმოჩენილია 167 ათასი ევრო ნაღდი ფულით, ცეცხლსასროლი იარაღი, 50-მდე ელექტრონული მოწყობილობა, საკრედიტო ბარათები, ხუთი ძვირადღირებული მანქანა და საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
გამოძიების ფარგლებში გაიყინა 42 საბანკო ანგარიში.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, 28 დაკავებულ მოთამაშეს შორის ერთ-ერთი სპორტსმენი გასული წლის აშშ-ის ღია პირველობის მონაწილეა.