ესპანეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 222 857-მდე გაიზარდა
ესპანეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 222 857-მდე გაიზარდა

ესპანეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ით 229 ადამიანი დაიღუპა.

გასულ დღესთან შედარებით ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების მაჩვენებელი მცირედითაა მომატებული. გუშინ ესპანეთში ვირუსით 213 ადამიანი დაიღუპა.

საერთო ჯამში ქვეყანაში „კოვიდ 19“ით 26 299 ადამიანია გარდაცვლილი.

ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 221 447-დან 222 857-მდე გაიზარდა.