ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 1 418 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 1 418 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 418 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 64 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში ვირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილია 28 500 ინფიცირებული.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 326 612 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.