ესპანეთში კორონავირუსს ბოლო 24 საათში 757 ადამიანი ემსხვერპლა

14:51, 08.04.2020

ესპანეთში ახალი კორონავირუსის შედეგად ბოლო 24 საათში 757 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საერთო ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში კოვიდ 19-ით 14 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

თუმცა, „სიენენის“ ცნობით, ესპანეთში ბოლო ერთ დღეში აქტიური ინფიცირებულების რაოდენობა მხოლოდ 610-ით გაიზარდა, რაც ეპიდემიის დაწყებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ესპანეთში სულ 48 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი