ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა

09:08, 21.04.2020

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 21 ათასს აღწევს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ესპანეთში ვირუსს 399 ადამიანი ემსხვერპლა, 1500-ზე მეტი კი დაინფიცირდა.

კოვიდ 19“-ისგან ესპანეთში 80 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი