ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა

01:12, 29.12.2020

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში ვირუსის 24 262 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსით 298 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ესპანეთში ინფიცირების დაახლოებით 1.88 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, ვირუსს 50 122 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქვეყანა ვირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიო ქვეყნების ათეულშია.

მსგავსი