ესპანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა იკლებს
ესპანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა იკლებს

ესპანეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა იკლებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 523 ადამიანი დაიღუპა, გასული დღის მაჩვენებელი 567 იყო.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 18 579-ია. ქვეყანაში ვირუსით 174 ათასი ადამიანია დაინფიცირებული.