ესპანეთში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 619 ადამიანი დაიღუპა
ესპანეთში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 619 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 619 ადამიანი დაიღუპა. ეს მაჩვენებლები წინა დღის, 11 აპრილის მონაცემებთან შედარებით 109 შემთხვევით მეტია. ესპანური მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების 5 167 შემთხვევა გამოვლინდა.

ესპანეთში კორონავირუსით უკვე 16 972 ადამიანია დაღუპული. „ელ პაისი“ წერს, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“ დღემდე 166 019 ადამიანს დაუდასტურდა.

12 აპრილის მონაცემებით, ესპანეთის საავადმყოფოებიდან 62 000-ზე მეტი ადამიანი გაეწერა, რომლებმაც კორონავირუსი უკვე დაამარცხეს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა, რეგიონის პრეზიდენტებს „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, „კოოორდინაციისკენ, გამჭვირვალობისკენ და ერთგულებისკენ“ მოუწოდა.