ესპანეთში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 551 ადამიანი დაიღუპა
ესპანეთში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 551 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 551 ადამიანი დაიღუპა.

ესპანური გამოცემა, „ელ პაისის“ ინფორმაციით, კორონავირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 19 130-მდე გაიზარდა.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების ზრდა კვლავ სამპროცენტიან ნიშნულზეა.

ესპანური მედია წერს, რომ ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი დღემდე 182 816 ადამიანს დაუდასტურდა, 74 797 კი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა. 15 აპრილს, ესპანეთში კორონავირუსს 523 ადამიანი ემსხვერპლა.