ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო რამდენიმე რეგიონში კომენდანტის საათი კვლავ დააწესეს
ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო რამდენიმე რეგიონში კომენდანტის საათი კვლავ დააწესეს

ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, რამდენიმე რეგიონში კომენდანტის საათი ხელახლა დააწესეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ესპანეთში დელტა ვირუსი ახალგაზრდებში ფართოდ ვრცელდება, რის გამო კვლავ დაიკეტა ღამის კლუბებიც.

კატალონიასა და ვალენსიაში, სადაც ეპიდვითარება განსაკუთრებით გართულებულია, ხელისუფლება ათ კაცზე მეტი ადამიანის შეკრებას ზღუდავს. ჩრდილოეთით მდებარე ასტურიას რეგიონში კი რესტორნებსა და ბარებს შიდა სივრცეებში მომხმარებლების მიღება აუკრძალეს.

ამ კვირაში ესპანეთში ვირუსის შემთხვევების რაოდენობამ ყოველ 100 000 მოქალაქეზე 368 შეადგინა. ძირითადად, ინფიცირებულები არიან 30 წლამდე არავაქცინირებული მოქალაქეები.

ესპანეთში ამჟამად 21 მილიონი ადამიანი სრულად არის აცრილი, რაც მოსახლეობის 46%-ს წარმოადგენს. თუმცა, აცრილებიდან მხოლოდ 600 000-ია 30 წლამდე მოქალაქე.