ესპანეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 40 ათასს გადააჭარბა

00:25, 13.11.2020

ესპანეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 40 ათასს გადააჭარბა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 24 საათში ესპანეთში „კოვიდ-19“-ის შედეგად 349 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსი ესპანეთში კიდევ 19 000 ადამიანს დაუდასტურდა. ამრიგად, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე აღრიცხული შემთხვევების რიცხვმა 1,4 მილიონს მიაღწია.

ამჟამად ჰოსპიტალებში რჩება 21 ათასზე მეტი პაციენტი, მათგან 2 400 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მსგავსი