ესპანეთში კორონავირუსის 13 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 140 პაციენტი
ესპანეთში კორონავირუსის 13 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 140 პაციენტი

ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 140 პაციენტი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ესპანეთში „კოვიდ-19“ 921 374 ადამიანს დაუდასტურდა. სულ გარდაიცვალა 33 553 ადამიანი.

როგორც ესპანეთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის მთავარი კოორდინატორი ფერნანდო სიმონი აცხადებს, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილური ხდება, თუმცა რეგიონების მიხედვით ვითარება განსხვავებულია. მაგალითისთვის, კატალონიაში ვირუსის მეორე ტალღის გამო 15 დღით დახურავენ ბარებსა და რესტორნებს.

ესპანეთის მოქალაქეთა ნაწილი შეზღუდვების ხელახლა დაწესებას არ ეთანხმება და საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს.

დატოვე კომენტარი