ესპანეთში კორონავირუსის 1153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი ადამიანი
ესპანეთში კორონავირუსის 1153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი ადამიანი

ესპანეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი 1153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი ადამიანი. ინფორმაციას სიენენი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 282 641 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 28 441 ადამიანი.

ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ახალი შემთხვევების უმეტესობა ახალგაზრდებში ფიქსირდება და ლეტალური შემთხვევებიც მცირეა.