ესპანეთში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა

12:35, 07.12.2019

ესპანეთში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მადრიდში გამართულ მანიფესტაციას ათობით ათასი ადამიანი დაესწრო. მანიფესტაცია ცნობილი შვედი ეკოაქტივისტის ორგანიზებით ჩატარდა.

პარალელურად გრეტა ტუნბერგი ესპანეთის დედაქალაქში დაწყებულ სამიტს ესწრება. გაერო-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიება ცვლილებას და მასთან ბრძოლის მეთოდებს ეხება.

მსგავსი