ესპანეთში ხვალიდან მოქალაქეებს უფლება მიეცემათ, სავარჯიშოდ გარეთ გავიდნენ
ესპანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 281 ადამიანი დაიღუპა, გუშინ იგივე მონაცემი 268-ს შეადგენდა, – ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში ახალი კორონავირუსით 24 824 ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, ესპანეთი „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას იწყებს. შვიდი კვირის შემდეგ პირველად, ხვალიდან, ყველა ასაკის ადამიანს ქუჩაში სავარჯიშოდ გასვლის უფლებას მისცემენ. იმისთვის, რომ ქუჩებში ჯგუფური შეკრება თავიდან იყოს აცილებული, სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის გასვლა სხვადასხვა დროს იქნება ნებადართული.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში„ კოვიდ-19“-ით 213 435 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსისგან 112 050 პაციენტი განიკურნა.