ესპანეთში ხარების რბოლის დროს სამი ადამიანი დაშავდა [ვიდეო]

ესპანეთში, სან-ფერმინის ფესტივალზე ხარების რბოლის დროს სამი ადამიანი დაშავდა. „როიტერის“ ცნობით, ორ მათგანს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და მათი მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადიან მკურნალობის კურსს.

ყოველ წელს ესპანეთის ქალაქ პამპლონაში, სან-ფერმინის ფესტივალი იმართება. რამდენიმედღიანი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ხარების რბოლაა. შუა საუკუნეების ქალაქის ვიწრო ქუჩებში მოხალისეები ცდილობენ, ხარებს წარმატებულად გაექცნენ, თუმცა ღონისძიებაზე თითქმის ყოველ წელს ადამიანები შავდებიან.

2009 წელს ხარებით რბოლა ფატალურადაც კი დასრულდა, როდესაც ერთ-ერთმა მონაწილემ დაზიანება თავი არეში მიიღო.