ესპანეთში, კასტრილო-ტეხერიეგოს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ბარში უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა
ესპანეთში, კასტრილო-ტეხერიეგოს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ბარში უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა

ესპანეთში, კასტრილო-ტეხერიეგოს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ბარში უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ El Norte de Castilla-ი იუწყება.

თავდასხმის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაჭრილებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ესპანური გამოცემის ცნობით, ინციდენტი ქალაქ ვალიადოლიდთან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით მდებარე დასახლებაში მოხდა, სადაც 32 წლის ბოროტმოქმედი ბარში ადგილობრივი დროით, 18:00 საათზე შევიდა და იქ მყოფების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ცეცხლის გახსნის შემდეგ თავდამხმელი ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს.

კასტრილო-ტეხერიეგოს მუნიციპალიტეტის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი ბარის მფლობელთან პირადი უთანხმოება გახდა. ეჭვმიტანილს ადგილობრივები კარგად იცნობდნენ.

გამოცემაში აღნიშნულია, რომ დასახლებაში მხოლოდ 200 ადამიანი ცხოვრობს.