ესპანეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 700 ადამიანი გარდაიცვალა

09:13, 07.04.2020

ესპანეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 700 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 5029 ახალი შემთხვევა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ესპანეთში 136 ათასს გადააჭარბა. აქედან 40 ათასამდე შემთხვევა მადრიდში, 26 ათასამდე კი, კატალონიის რეგიონზე მოდის.

ესპანეთში ვირუსს დღემდე 13 341 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელება კი, 40 ათასზე მეტმა შეძლო.

მსგავსი