ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის დიაგნოზით 184 ადამიანი დაიღუპა
ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის დიაგნოზით 184 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის დიაგნოზით 184 ადამიანი დაიღუპა, რაც გასული დღის მაჩვენებელთან შედარებით მცირედით მაღალია, გუშინ ქვეყანაში ვირუსით 176 ადამიანი დაიღუპა.

საერთო ჯამში, ესპანეთშიკორონავირუსით 228 030 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსს 27 104 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობა გეგმავს, რომ სახელმწიფო საზღვრები ჯერ არ გახსნას, სავარაუდოდ, ესპანეთი საზღვრებს ივლისამდე არ გახსნის.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაწესებული საგანგებო მდგომარეობის ვადა 24 მაისს იწურება, თუმცა ვარუადობენ, რომ ის კვლავ გახანგრძლივდება.