ესპანეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

23:50, 02.11.2020
BRAZIL - 2020/03/20: In this photo illustration the Covid-19 virus (coronavirus) displayed on a smartphone screen. (Photo Illustration by Rafael Henrique/SOPA Images/LightRocket via Getty Images)

BRAZIL - 2020/03/20: In this photo illustration the Covid-19 virus (coronavirus) displayed on a smartphone screen. (Photo Illustration by Rafael Henrique/SOPA Images/LightRocket via Getty Images)

ესპანეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 55 019 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გასული დღე ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 379 ადამიანი დაიღუპა, რაც მეორე ტალღის დაწყების შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ესპანეთში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომები გასულ კვირას გამკაცრდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდა.

მსგავსი