ესპანეთში გამოაქვეყნეს ლა ლიგის ცხრილი მსაჯების შეცდომების გარეშე #1TVSPORT
ესპანელმა ჟურნალისტმა, ხუანფე სანსმა „ტვიტერში“ გამოაქვეყნა ლა ლიგის სატურნირო ცხრილის ვერსია, რომელშიც არ არის გათვალისწინებული მსაჯების შეცდომები.
სანსის ვერსიით, ესპანეთის ლა ლიგაში საჩემპიონო რბოლა არბიტრების შეცდომების გავლენის გარეშე ასე გამოიყურება:
- რეალი – 58 ქულა
- ჟირონა – 56
- ატლეტიკო – 45
- ბარსელონა – 44
- ბილბაო – 42
ესპანეთის ჩემპიონატის რეალურ სატურნირო ცხრილში „რეალსა“ და „ჟირონას“ ასევე 58 და 56 ქულა აქვთ. 50 ქულით მესამეა „ბარსელონა“, 48 ქულით მეოთხე – „ატლეტიკო“, 45 ქულით მეხუთე – „ბილბაო“.