ესპანეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა
ესპანეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა

ესპანეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა ის საკანონმდბელო ორგანოში უმრავლესობას დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბებს. მთავრობის ფორმირებისთვის სოციალისტებს სხვა პარტიების მხარდაჭერა დასჭირდებათ.

ბიულეტენების 100 პროცენტის დათვლის შემდეგ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ, პედრო სანჩესის პარტიამ ამომრჩევლეთა ხმების 28,7 პროცენტი მიიღო. სოციალისტები კოალიციას სავარაუდოდ მემარცხენე პოპულისტურ „პოდემოსთან“ შექმნის, რომელთაც არჩევნებზე 42 მანდატი მიიღეს. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც სანჩესს უმრავლესობის ფორმირებისთვის ხმები დააკლდება.

მთავარი საარჩვენო სენსაცია კი ესპანეთის პარლამენტში ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსის“ წევრების შესვლაა. მათ ელექტორატის 10 პროცენტი მიემხრო. პარტია „ვოქსი“ მულტიკულტურალიზმის, ფემინიზმის და დაურეგულირებელი მიგრაციის წინააღმდეგ გამოდის. ულტრამემარჯვენეებს ესპანეთის პარლამენტში 24 მანდატი ექნებათ. რაც შეეხება ყოფილ მმართველ „სახალხო პარტიას“, მათ ხმების 16,7 პროცენტი მიიღეს. ეს თანამედროვე ისტორიაში ამ პარტიისთვის ყველაზე ცუდი შედეგია. ესპანეთის კანონმდბელობით კოალიციის ფორმირებისთვის პარტიებს 10 თვე ექნებათ.