ესპანეთში ფერმერები საპროტესტო აქციას მართავენ, გადაკეტილია ქვეყნის რამდენიმე მთავარი მაგისტრალი
ესპანეთში ფერმერები საპროტესტო აქციას მართავენ, გადაკეტილია ქვეყნის რამდენიმე მთავარი მაგისტრალი

ესპანეთში ფერმერები საპროტესტო აქციას მართავენ, გადაკეტილია ქვეყნის რამდენიმე მთავარი მაგისტრალი, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

აქციაზე ფერმერებს უკავიათ ბანერები წარწერით: „ფერმერების გარეშე საკვები არ იქნება“.

ფერმერებმა საპროტესტო აქციაზე ტრაქტორებით მოძრაობა შეაფერხეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ჩაკეტეს სევილიიდან და გრანადიდან საფრანგეთის საზღვართან მისასვლელი მაგისტრალები.

„სხვადასხვა სახით, თუმცა ევროკავშირის ყველა ქვეყანას გვაქვს ერთი და იგივე პრობლემები“, – განაცხადა ესპანელ ფერმერთა ერთ-ერთი უმსხვილესი ასოციაციის, ASAJA-ს ვიცე-პრეზიდენტმა, დონაციანო დუჯომ.

ესპანელი ფერმერები უკრაინიდან და ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის შეზღუდვასა და საწვავის ფასების შემცირებას ითხოვენ.

ამასთან, ფერმერების საპროტესტო აქციები იმართება საფრანგეთში, ბელგიაში, იტალიასა და პორტუგალიაში.