ესპანეთში ევთანაზიის დაკანონებაზე მსჯელობენ
ესპანეთში ევთანაზიის დაკანონებაზე მსჯელობენ

ესპანეთის პარლამენტში ევთანაზიის შესახებ კანონპროქტს განიხილავენ. კანონპროექტის ავტორი სოციალისტური პარტიაა, რომელიც ესპანეთის მთავრობაში ერთი თვის წინ მოვიდა.

კანონპროექტს მხარს უჭერს მემარცხენე პარტია „პოდემოსი“, მემარჯვენე-ცენტრისტული „მოქალაქეები“, ასევე ბასკეთისა და კატალონიის მემარცხენე პარტიები. აღნიშნული კანონპროექტის მთავარი მოწინააღმდეგე ძალა „ხალხთა პარტიაა“, რომელიც უმრავლესობაში ყოფნის პერიოდში ევთანაზიის დაკანონებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

„ხალხთა პარტიის“ პრესსპიკერმა პილარ კორტესმა განაცხადა, რომ მათ პარლამენტში თანამოაზრე არ ჰყავთ, თუმცა ბოლომდე იბრძოლებენ, რომ კანონი ევთანაზიის შესახებ ძალაში არ შევიდეს.

კანონპროექტი ევთანაზიის შესახებ უკურნებელი სენით დაავადებული, ტერმინალურ სტადიაში მყოფი პაციენტების სიკვდილის ნებაყოფლობით დაჩქარებას ითვალისწინებს.