ესპანეთში ერთ-ერთი კონცერტის დროს ხის კონსტრუქციის ჩამოვარდნის შედეგად 130 ადამიანი დაშავდა
ესპანეთში ერთ-ერთი კონცერტის დროს ხის კონსტრუქციის ჩამოვარდნის შედეგად 130 ადამიანი დაშავდა

ესპანეთში, ქალაქ ვიგოში ერთ-ერთი კონცერტის დროს ხის კონსტრუქციის ჩამოვარდნის შედეგად 130 ადამიანი დაშავდა.

ხის კონსტრუქციის ჩამოვარდნის შედეგად ათობით ადამიანი წყალში ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია კონსტრუქციის ჩამოშლა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.