ესპანეთში დააკავეს პირები, რომლებიც სირიაში ტერორისტებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი
ესპანეთში სამართალდამცველებმა სირიაში მოქმედ ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს. ამის შესახებ ესპანური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. დაკავებული 10 პირი, რომლებიც, პოლიციის ცნობით, სირიაში მყოფ რადიკალებს აფინანსებდნენ.
როგორც ცნობილია, დამნაშავეების დაჯგუფების სათავეში სირიელთა ოჯახი იდგა, რომლებიც ესპანეთში არსებული ლეგალური კომპანიის საშუალებით ფინანსურ დოკუმენტებს აყალბებდნენ. ფულის გათეთრების შემდეგ კი თანხის ნაწილი იდლიბში იგზავნებოდა. სირიის აღნიშნულ რეგიონში ესპანეთში მყოფი სირიელების ნათესავები ცხოვრობდნენ, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფება „ალ-ქაიდასთან“ იყვნენ დაკავშირებული.
მასშტაბური ოპერაცია ერთდროულად მადრიდში, ვალენსიასა და ტოლედოში ჩატარდა. მასში 250 სამართალდამცველი იღებდა მონაწილეობას. ოპერაციაში ჩართული იყო ევროპოლიც.