ჩაწყობილი თამაშებისთვის ესპანეთში რაულ ბრავო და სხვა ფეხბურთელები დააკავეს
ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ფართომასშტაბიანი რეიდის შედეგად რამდენიმე ფეხბურთელი დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ჩაწყობილ მატჩებში ორგანიზებაში, – დაწერა გაზეთმა „მარკამ“.
დაკავებულებს შორის არიან: სამუ საისი (ხეტაფე), ინიგო ლოპეს მონტანია (დეპორტივო), რაულ ბრავო (ექს-რეალი), ბორხა ფერნანდესი (ექს-ვალიადოლიდი), კარლოს არანდა (ექს-ლას პალმასი) და სხვები.
ასევე ირკვევა, რომ დაპატიმრებულია „უესკას“ პრეზიდენტი აგუსტინ ლასაოსა და სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხუან გალინდო ლაუსა. კლუბის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა.
რეიდი ჩატარდა „უესკასა“ და „ხიმნასტიკის“ (0:1) მატჩის საფუძველზე. როგორც გამოცემა წერს, 0:0-ზე უკრაინასა და აზიის ქვეყნებში დაფიქსირდა სტუმრების მოგებაზე ფსონების ანომალიური ზრდა.