ჩაწყობილი თამაშებისთვის ესპანეთში რაულ ბრავო და სხვა ფეხბურთელები დააკავეს
ჩაწყობილი თამაშებისთვის ესპანეთში რაულ ბრავო და სხვა ფეხბურთელები დააკავეს

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ფართომასშტაბიანი რეიდის შედეგად რამდენიმე ფეხბურთელი დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ჩაწყობილ მატჩებში ორგანიზებაში, – დაწერა გაზეთმა „მარკამ“.

დაკავებულებს შორის არიან: სამუ საისი (ხეტაფე), ინიგო ლოპეს მონტანია (დეპორტივო), რაულ ბრავო (ექს-რეალი), ბორხა ფერნანდესი (ექს-ვალიადოლიდი), კარლოს არანდა (ექს-ლას პალმასი) და სხვები.

ასევე ირკვევა, რომ დაპატიმრებულია „უესკას“ პრეზიდენტი აგუსტინ ლასაოსა და სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხუან გალინდო ლაუსა. კლუბის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა.

რეიდი ჩატარდა „უესკასა“ და „ხიმნასტიკის“ (0:1) მატჩის საფუძველზე. როგორც გამოცემა წერს, 0:0-ზე უკრაინასა და აზიის ქვეყნებში დაფიქსირდა სტუმრების მოგებაზე ფსონების ანომალიური ზრდა.