ესპანეთში ბოლო ორი თვის განმავლობაში კორონავირუსისგან დაღუპულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

19:56, 21.05.2020

ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 48 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ბოლოს გარდაცვლილთა რიცხვი 50-ზე ნაკლები 16 მარტს იყო.

საერთო ჯამში, ესპანეთში ეპიდემიის შედეგად 27 940 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო დღე ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 482 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 233 037-ია.

მსგავსი