ესპანეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 164 ადამიანი დაიღუპა

13:32, 04.05.2020

ესპანეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 164 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 3 მაისს, ესპანეთში ასევე 164 ადამიანის დაღუპვა დადასტურდა.

საერთო ჯამში ესპანეთში „კოვიდ-19“-ით უკვე 25 428 ადამიანია გარდაცვლილი.

4 მაისიდან, ესპანეთში მცირე ბიზნესებმა: მაღაზიებმა, საპარიკმახეროებმა და რესტორნების ნაწილმა მუშაობა აღადგინეს.

ავტობუსით, მატარებლით, ასევე საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტით გადაადგილებისას სახის დამცავი ნიღბის ტარება აუცილებელია.

პირველ ეტაპზე, შეზღუდვების ნაწილი ესპანეთის ოთხ კუნძულზე შემსუბუქდება.

მსგავსი