ესპანეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 10 800-მდე ადამიანს დაუდასტურდა
ესპანეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 10 800-მდე ადამიანს დაუდასტურდა

ესპანეთში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ 10 800-მდე ადამიანს დაუდასტურდა.

„როიტერი“ ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსული ინფექცია ქვეყანაში 682 267 ადამიანს დაუდგინეს.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ესპანეთში „კოვიდ-19“-ს 21 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილების საერთო რაოდენობა კი 30 904-ს აღწევს.

კატალონიის რეგიონის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საზოგადოებრივი თავშეყრა კიდევ უფრო შეიზღუდება.

„როიტერის“ ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები საავადმყოფოების რესურსის 10 პროცენტს იკავებენ, თუმცა ყველაზე მეტად დაზარალებულ ადგილებში, მაგალითად მადრიდის რეგიონში, ექიმებისა და რესურსების ნაკლებობას უჩივიან.