ესპანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 3 781 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა რვა პაციენტი
ესპანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 3 781 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა რვა პაციენტი

ესპანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 3 781 შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ახალგამოვლენილი შემთხვევებიდან ყველაზე ბევრი მადრიდში დაფიქსირდა. ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 429 507 შემთხვევა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ესპანეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული რვა პაციენტი გარდაიცვალა და მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 28 996 შეადგინა.

ესპანეთი დასავლეთ ევროპაში პანდემიის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ფერნანდო სიმონმა განაცხადა, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ამჟამად მზარდია მადრიდში, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდა კატალონიასა და არაგონში, სადაც „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა მზარდი იყო მიმდინარე თვის დასაწყისში.

ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ექვს წელზე უფროსი ასაკის სკოლის მოსწავლეებისთვის კლასში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.