ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 567 ადამიანი დაიღუპა

13:53, 14.04.2020

ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 567 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 3 045 ადამიანს დაუდასტურდა.

ესპანეთში ინფექციის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 172 541 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 18 056 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 67 504-ი

ესპანეთში კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი პირველ აპრილს გარდაიცვალა და მათი რიცხვი 950 იყო.

მსგავსი