ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 440 ადამიანი დაიღუპა
ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 440 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 440 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ესპანური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო „ელ პაისი“ წერს, რომ საერთო ჯამში „კოვიდ-19“-ით ქვეყანაში 22 157 ადამიანი დაიღუპა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ ესპანეთში კორონავირუსი 213 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა, 89 000-მდე ადამიანი კი, უკვე გამოჯანმრთელდა.

ევროკომისიაში იმედოვნებენ, რომ ევროკავშირის სამიტი „მწვანე შუქს აუნთებს“ „კავშირის აღდგენის პროგრამას“, რომელიც კორონავირუსის უარყოფით ეკონომიკურ ზეგავლენასთან საბრძოლველად 1.6 მილიარდი ევროს მობილიზაციას ისახავს მიზნად. აღნიშნული თანხიდან ფინანსურ დახმარებას ესპანეთიც მიღებს.