ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 430 ადამიანი დაიღუპა
ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 430 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა გუშინდელთან შედარებით მცირედით გაიზარდა. ბოლო 24 საათის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით 430 ადამიანი დაიღუპა. გუშინ ვირუსს 399 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 204 178 ადამიანი დაინფიცირდა, დაიღუპა 21 282. ვირუსისგან 82 514 ადამიანი განიკურნა.

ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“ სამედიცინო პერსონალიდან 30 ათასს ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 26 დაიღუპა.