ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 301 ადამიანი დაიღუპა
ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 301 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 301 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ელ პაისი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული მაჩვენებელი ნაკლებია წინა დღის მონაცემებზე, როდესაც ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 331 ადამიანი დაიღუპა.

ესპანეთში კორონავრიუსის მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 23 822 შეადგინა.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსი 1 308 პაციენტს დაუდასტურდა, 1 673 კი, გამოჯანმრთელდა.

სულ დადასტურებულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 210 000-ზე მეტი შემთხვევა, საიდანაც 102 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა.