ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 743 ადამიანი გარდაიცვალა

13:45, 07.04.2020

ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 743 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

საერთო ჯამში კორონავირუსის შედეგად 13 798 ადამიანი დაიღუპა.

მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აღრიცხულია 5478 ახალი ინფიცირებული.

მსგავსი